
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემოსურების საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს გარემოსდაცვით პასუხისმგებლობას ასწავლიან და მათი ეკოცნობიერების ამაღლებაზე ზრუნავენ.
რაღა თქმა უნდა, სკოლაში აქტიურად აღინიშნა დედამიწის მსოფლიო დღე.
ეს გლობალური გარემოსდაცვითი დღესასწაული მე-2 კლასელებმა, ბუნების გაკვეთილზე აღნიშნეს და გამართეს აქტივობა - „დედამიწა ჩვენი სახლია!“
სწორედ ასეთი წარწერა ამშვენებს მე-2 კლასელთა შექმნილ პლაკატებს, პოსტერებს.
„ჩვენ სურვილების ხეც გვაქვს, რომელზეც ყოველ წელს სურვილებს ვათავსებთ. ამ დღეს განსაკუთრებული გარემოსდაცვითი სურვილებით აჭრელდა ხე. მას ახალი ფოთლები შეაბეს როგორც დაწყებით საფეხურის მოსწავლეებმა, ისე უფროსკლასელებმაც.
დედამიწის დღისადმი მიძღვნილი შემდეგი აქტივობა იყო - ულამაზესი მდინარე სუფსას მონახულება და მისი სანაპირო ზოლის დასუფთავება.
აქ, ხეობისკენ გავეშურეთ სადაც მდინარე სუფსის ნაპირის დასუფთავებას შევუდექით, თან დავტკბით ჩვენი ხეობის სილამაზით.
შემდეგ გადავინაცვლეთ სკოლის ეზოს შემოგარენის დასუფთავებაზე. მისია - რომ დავრგოთ ბევრი მცენარე, ხე, ყვავილი მოსწავლეებს დავალებად გადაეცათ.
„ჩვენ გვიყვარს დედამიწა!“
„გადავარჩინოთ დედამიწა!
„დავიცვათ დედამიწა!"
"ვისწავლოთ და სხვებსაც ვასწავლოთ ნარჩენების დახარისხება, რომ შევამსუბუქოთ ბუნებაში შხამქიმიკატები!" - აი, ასეთი სურვილებით დავამთავრეთ ჩვენი დღევანდელი აქტივობა“,-
წერს დაწყებითი კლასების მასწავლებელი მანანა ბარამიძე.
იხილეთ ფოტოები: