
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ მერენიის საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეთა ეკოცნობიერების ამაღლებაზე აქტიურად ზრუნავენ. რაღა თქმა უნდა, სკოლა აქტიურად შეუერთდა დედამიწის დღის აღნიშვნას.
სკოლაში ღონისძიება გაიმართა, რომელმაც არაერთი საგანმანათლებლო-შემოქმედებითი აქტივობა გააერთიანა.
დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებმა შექმნეს საინტერესო თემატური ნამუშევრები და დიორამები, ასევე გამართეს პრეზენტაცია ამ დღის მნიშვნელობის შესახებ და ერთხმად აღნიშნეს, რომ დედამიწა ჩვენი სახლია და თითოეული ჩვენგანის ვალია მოვუფრთხილდეთ მას.
მოსწავლეებს აქტივობების განხორციელებაში დაეხმარნენ ბუნებისმეტყველების, ხელოვნებისა და ქართულის, როგორც მეორე ენის მასწავლებლები.
ღონისძიების ბოლოს მოსწავლეები სიგელებით დაჯილდოვდნენ.
იხილეთ ფოტოები: