ლიის თემის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეთა საინტერესო ეკოაქტივობები
23-04-2026

დედამიწა რომ ჩვენი საერთო სახლია და მას დაცვა და მოფრთხილება სჭირდება წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ლიის თემის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა კარგად იციან, რადგან პედაგოგები მათი ეკოცნობიერების ამაღლებაზე აქტიურად ზრუნავენ. 

22 აპრილს სკოლაში დედამიწის დღე აღინიშნა. 

მოსწავლეები დღესასწაულს სხვადასხვა გარემოსდაცვითი ღონისძიებებით შეუერთდნენ -  მოსწავლეებმა გარემოსდაცვით თემებზე პლაკატები და კედლის გაზეთები შექმნეს, ეკოლოგიურ პრობლემებზე ისაუბრეს და საზოგადოებას მეტი პასუხისმგებლობისკენ მოუწოდეს. 

ბავშვებმა ასევე დაასუფთავეს სკოლის ეზო და მიმდებარე ტერიტორია.

დედამიწის დღე ყოველწლიურად, 22 აპრილს აღინიშნება ცნობიერების ამაღლებისა და გარემოს დაცვისადმი მხარდაჭერის გამოვლენის მიზნით.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203