იხტილის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ეკოლოგიური გარემოს გაუმჯობესებაში საკუთარი წვლილი შეიტანეს
23-04-2026

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ იხტილის საჯარო სკოლის მოსწავლეები მაღალი გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობით გამოირჩევიან, რადგან პედაგოგები მათი ეკოცნობიერების ამაღლებაზე აქტიურად ზრუნავენ. 

22 აპრილს სკოლაში დედამიწის დღე აღინიშნა. მასშტაბურ გარემოსდაცვით კამპანიას მე-9 და მე-7 კლასის მოსწავლეები შეუერთდნენ და საკუთარი წვლილი შეიტანეს გარემოს გაუმჯობესებაში. მათ დაასუფთავეს სკოლა და მიმდებარე საბავშვო მოედანი.

ღონისძიება სამოქალაქო განათლების მასწავლებელის - სატენიკ ლაგზიანის ხელმძღვანელობით მოეწყო. 

დედამიწის დღე ყოველი წლის 22 აპრილს აღინიშნება და მისი მიზანია მთელი მსოფლიოს მოსახლეობის გარემოსდაცვითი მიზნების ქვეშ გაერთიანება.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203