
დედამიწა, რომ ჩვენი საერთო სახლია და მას დაცვა და მოფრთხილება სჭირდება წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ დაშბაშის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა კარგად იციან, რადგან პედაგოგები მათი ეკოცნობიერების ამაღლებაზე აქტიურად ზრუნავენ.
22 აპრილს სკოლაში დედამიწის საერთაშორისო დღე აღინიშნა. საერთაშორისო გარემოსდაცვით კამპანიას მოსწავლეები საგანმანათლებლო აქტივობებით შეუერთდნენ.
ბავშვებმა წარადგინეს პოსტერები, პრეზენტაციები, ისაუბრეს ბუნებაზე, დედამიწის მოვლასა და სისუფთავის დაცვაზე. ამდენად მათი აქტივობები მიმართული იყო ცნობიერების ამაღლებისკენ, გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის განცობიერებისა და ცოდნის გაღმავებისკენ.
დედამიწის დღე ყოველწლიურად 22 აპრილს აღინიშნება. ეს დღე გარემოს დაცვის მხარდასაჭერად მთელს მსოფლიოს აერთიანებს.
იხილეთ ფოტოები: