როკითის საჯარო სკოლამ ბაღდათი-ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატის კობა ლურსმანაშვილის მხარდაჭერითა და მისი ბიუროს ეგიდით ექსკურია რაჭის მიმართულებით განახორციელა.
მონაწილეებმა რაჭის ღირსშესანიშნავი ადგილები მოინახულეს. კერძოდ: ბარაკონი (XVIIIს); ნიკორწმინდა (XI ს); შქმერის კარსტული მღვიმე (1720 მ); შაორის ულამაზესი და უდიდესი წყალსაცავი (ტბა).
ექსკურსიაზე ბაღდათი-ხარაგაულის მუნიციპალიტეტებიდან სოციალურ-საგანმანათლებლო პროექტ „ეტალონის“ 2017-2018 წელს მონაწილე და გამარჯვებული ბავშვები (ხელმძღვანელი-თეა ტალახაძე) იმყოფებოდნენ, ასევე-„ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია-2018“-ში გამარჯვებული ხარაგაულისა და ბაღდათისა (როკითის საჯარო სკოლის) მოსწავლეები (ხელმძღვანელი-მაია აბდალაძე).
ექსკურსიის ორგანიზატორები გახლდნენ: ბაღდათი-ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს უფროსი ჟანა ნემსაძე, ვალერი ჭიპაშვილი (ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე) და ნიცა ქვლივიძე- ბაღდათი-ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს წარმომადგენელი.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
საგანმანათლებლო პროგრამის ჩამონათვალი, რომლებზე მიღებაც 50-70 ადგილით შემცირდა; თსუ-ში შემცირდა განათლების მეცნიერებების, ეკონიმიკის ადგილები... დეტალური სია