
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ეფრემოვკის საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე აქტიურად ზრუნავენ და არაერთ ეკოაქტივობას სთავაზობენ.
22 აპრილს სკოლაში დედამიწის დღე აღინიშნა. პედაგოგმა ლუსინე წარუკიანმა საგანმანათლებლო ღონისძიეძიება მოაწყო. ღონისძიებისთვის მოსწავლეებმა მოამზადეს მზის სისტემის მოდელი და პლაკატი დევიზით - „დავიცვათ პლანეტა დედამიწა“.
მოსწავლეებმა იმსჯელეს დედამიწის დღის მნიშვნელობასა და სიმბოლურ დატვირთვაზე, ასევე მათ როლზე გარემოს დაცვის საქმეში.
„დედამიწა ჩვენი სახლია და უნდა დავიცვათ და მოვუფრთხილდეთ მას“ - ერთხმად აღნიშნეს მოსწავლეებმა და საზოგადოებასაც მეტი პასუხისმგებლობისკენ მოუწოდეს.
იხილეთ ფოტოები: