
2026 წლის სექტემბრიდან მასწავლებელს, რომელსაც საგანში კომპეტენცია დადასტურებული არ ექნება, საგაკვეთილო საათები ძველი წესით აუნაზღაურდება - განათლების მინისტრის მოადგილემ თამარ მახარაშვილმა განმარტა, რომ წელს მიიღეს გადაწყვეტილება, პედაგოგებს ერთდროულად სამი საგნის გამოცდაზე დარეგისტრირების საშუალება მისცენ.
„როდესაც ახალი სახელფასო პოლიტიკა დამტკიცდა და მასწავლებლებს მოემატათ ხელფასი - მაშინვე გაკეთდა ასეთი დათქმა, რომ საგნობრივ ჯგუფში შემავალ საგნებს ვინც კითხულობს (ადრე, თუ ერთი საგანი ჩაბარებული ჰქონდა, შეეძლო საგნობრივი ჯგუფის ყველა საგანი ესწავლებინა), 2026 წლის სექტემბრამდე ეძლეოდა საშუალება, დაედასტურებინა კომპეტენცია... რადგან 2026 წლის სექტემბერია ვადა კანონში, ამიტომ ვთქვით, მოდი, არ შევზღუდოთ - სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება, ვისაც არ დაუდასტურებია კომპეტენცია, შეეძლება, სამ გამოცდაზე გავიდეს“.
გარდა ამისა, მახარაშვილმა დასძინა, რომ რეგისტრაციის დასრულების შემდეგ, მასწავლებელთა გამოცდაზე გამსვლელ მოქმედ პედაგოგებს მასწავლებლის სახლი ტერნინგებს ჩაუტარებს;
„როგორც კი რეგისტრაცია დასრულდება მასწავლებლის სახლი ჩაატარებს მიზნობრივ საგნობრივ ტრენინგებს რომ გამოცდები წარმატებით ჩააბარონ“, - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.