საბუეს საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დედამიწის დღე აღნიშნეს და საქმით დაამტკიცეს, რომ გარემოზე ზრუნვა თითოეული ჩვენგანის მოვალეობაა
24-04-2026

„დედამიწაზე ზრუნვა, რომ ჩვენი საერთო პასუხისმგებლობაა“ - ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ საბუეს საჯარო სკოლის მოსწავლეებმა კარგად იციან, რადგან პედაგოგები მათი ეკოცნობიერების ამაღლებაზე აქტიურად ზრუნავენ. 

სკოლის III, IV, VII, VIII, IX და XI კლასელებმა დედამიწის დღე განსაკუთრებულად აღნიშნეს. მოსწავლეებმა საქმით დაამტკიცეს, რომ გარემოზე ზრუნვა თითოეული ჩვენგანის მოვალეობაა:​

  • სისუფთავე იწყება ჩვენგან - მოსწავლეებმა დაასუფთავეს სკოლის ეზო და აჩვენეს კარგი მაგალითი სხვებს;
  • შემეცნება - საკლასო ოთახებში საინტერესო აქტივობებითა და მსჯელობით კიდევ ერთხელ გავიაზრეთ ბუნების მნიშვნელობა;
  • ცოდნის გაზიარება - დღის დასასრულს ჩატარდა კონფერენცია, სადაც მოსწავლეებმა წარმოადგინეს პრეზენტაციები გარემოს დაცვის მნიშვნელობასა და ჩვენი პლანეტის გადარჩენის გზებზე.

ღონისძიებებში აქტიურად ჩაერთნენ კლუბ „სუფთა დედამიწის“ წევრები, რომლებმაც ამ დღისადმი მიძღვნილი თემატური ნახატები წარმოადგინეს.

„მადლობა თითოეულ მონაწილეს ენთუზიაზმისთვის! ერთად ვუპატრონოთ ჩვენს საერთო სახლს! “,- აღნიშნავენ სკოლაში და ახარებთ მოსწავლეთა აქტიურობა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203