
ქუთაისის N16 საჯარო სკოლის მე-2 კლასის დამრიგებელმა ლანა კილაძემ, დედამიწის დღისადმი მიძღვნილი კრეატიული ღონისძიება ჩაატარა.
პატარა მოსწავლეებმა დიდი მონდომებითა და სითბოთი ისაუბრეს ბუნების მნიშვნელობაზე, ხეების დაცვასა და გარემოს გაფრთხილებაზე. მათ საკუთარი ფანტაზიით შექმნეს ფერადი ნამუშევრები, სადაც ასახეს მწვანე, სიცოცხლით სავსე დედამიწა - ადგილი, სადაც ხეები სუნთქავენ და ადამიანებს სიცოცხლეს უნარჩუნებენ.
როგორც სკოლაში გვეუბნებიან, ღონისძიება სავსე იყო ბავშვური გულწრფელობით, შემოქმედებითობითა და გარემოსადმი სიყვარულით.
თითოეული ნამუშევარი პატარა გზავნილს ჰგავდა - მოვუფრთხილდეთ ბუნებას, დავიცვათ ხეები და შევინარჩუნოთ ჩვენი პლანეტა მომავალი თაობებისთვის.
იხილეთ ფოტოები: