„ჩვენ გვიყვარს მათემატიკა“​ - საბუეს საჯარო სკოლის მე-4 კლასელებისთვის მათემატიკური კონფერენცია გაიმართა 
23-04-2026

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ საბუეს საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის მათემატიკა სასწავლო-შემეცნებითთან ერთად სახალისოა. პედაგოგები მოსწავლეებს მათემატიკურ სამყაროში მეგზურობას მრავალფეროვანი აქტივობებით უწევენ, რაც მოსწავლეთა ცოდნის ხარისხსა და მოტივაციაზე აისახება. 

ახალახან, დაწყებითი კათედრის ინიციატივით IV კლასში ჩატარდა მათემატიკური კონფერენცია - „ჩვენ გვიყვარს მათემატიკა“.

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, კონფერენციის მიზანი იყო მოსწავლეებში მათემატიკისადმი ინტერესის გაღვივება, ლოგიკური და კრიტიკული აზროვნების განვითარება, ასევე ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარის გაძლიერება.

კონფერენცია მეტად საინტერესოდ მოსწავლეთა მაღალი ჩართულობითა და აქტიურობით წარიმართა. მოსწავლეებმა ცოდნა გაიმდიდრეს, შესაძლებლობები წარმატებით წარმოაჩინეს. 

ღონისძიების ორგანიზატორი გახლდათ პედაგოგი - მ. ტურაშვილი.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203