„ენა ბურჯია ერისა“ - სამიქაოს საჯარო სკოლაში ქართული ენის დღეს კვირეული მიეძღვნა 
23-04-2026

აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ სამიქაოს საჯარო სკოლაში ქართულმა სულმა იზეიმა. გაიმართა კვირეული, რომელაც ქართული ენისა და ისტორიის პატივისცემით განმსჭვალული ღონისძიებები გააერთიანა. 

ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი დღეები საერთო სახელწოდებით - „ენა ბურჯია ერისა“ მეტად საინტერესოდ და მოსწავლეთა მაღალი ჩართულობით წარიმართა. 

კვირეულში აქტიურად მონაწილეობდნენ I-Vlll კლასების მოსწავლეები. პატარებმა გააცოცხლეს იაკობ გოგებაშვილის მოთხრობებიდან პერსონაჟები, მოეწყო ინსცენირება ასევე ჩატარდა  კალიგრაფიული წერის კონკურსი - „ჩვენ ვწერთ სწორად და ლამაზად“. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203