სამიქაოს საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დედამიწის დღე გარემოსდაცვითი აქტივობებით აღნიშნეს
23-04-2026

დედამიწა ჩვენი საერთო სახლია და მისი დაცვა, გაფრთხილება ჩვენი ვალია აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ სამიქაოს საჯარო სკოლის მოსწავლეებმა კარგად იციან, რადგან პედაგოგები მათი ეკოცნობიერების ამაღლებაზე აქტიურად ზრუნავენ. 

22 აპრილს მსოფლიოში დედამიწის დღე აღინიშნა. გარემოსდაცვით დღესასწაულს აქტიურად შეუერთდნენ სამიქაოს საჯარო სკოლის მოსწავლე-მასწავლებლები.

მოეწყო არაერთი აქტივობა. მოსწავლეებმა გარემოსდაცვით თემებზე პლაკატები და კედლის გაზეთები შექმნეს, ეკოლოგიურ პრობლემებზე ისაუბრეს და საზოგადოებას მეტი პასუხისმგებლობისკენ მოუწოდეს. 

ბავშვები პრაქტიკულ საქმიანობასაც შეუერთდნენ, მათ პედაგოგებთან ერთად შერჩეული ტერიტორია საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან გაწმინდეს, სკოლის ეზო კი სარეველა ბალახისგან. 

დედამიწის დღე ყოველწლიურად, 22 აპრილს აღინიშნება ცნობიერების ამაღლებისა და გარემოს დაცვისადმი მხარდაჭერის გამოვლენის მიზნით.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203