სამტრედიის N9 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციის მიზნით სპორტული ღონისძიება ჩაატარეს
10-07-2018
სამტრედიის N9 საჯარო სკოლის მე-9 და მე-10 კლასის მოსწავლეები „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონს გაეცნენ.
აქტივობას სამოქალაქო განათლების მასწავლებელი ქეთევან ბაღდავაძე ხელმძღვანელობდა.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეებმა თამბაქოს, ალკოჰოლის, ნარკოტიკული ნივთიერებების საწინააღმდეგო რეკლამები დაამზადეს და ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციის მიზნით სპორტული ღონისძიება ჩაატარეს.
მასწავლებლისა და სპეცმასწავლებლის მოსამზადებელ პროგრამებზე მისაღებად 2302 ადგილია გამოყოფილი - 2112 ადგილი მასწავლებლის, ხოლო 190 - სპეციალური მასწავლებლებისთვის