საბავშვო ბაღის პერსონალი შეიძლება კლასტერებად დაიყოს - ახალი სტანდარტის დეტალები
23-04-2026

ბოლნისის მუნიციპალიტეტში ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი  და  სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულების პერსონალის პროფესიული სტანდარტები.

დაწესებულება, მისი მიზნების მისაღწევად და კანონმდებლობით დადგენილი სტანდარტების უზრუნველსაყოფად, ნიშნავს თანამშრომლებს, რომლებიც მათი ფუნქციური დატვირთვის შესაბამისად შეიძლება განეკუთვნებოდნენ ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთ ჯგუფს (კლასტერი):

1. ადმინისტრაციული პერსონალი, რომელიც პასუხისმგებელია:

ა) საგანმანათლებლო პროგრამის მართვაზე;

ბ) სტრატეგიულ მართვაზე;

გ) მატერიალური რესურსების მართვაზე;

დ) ადამიანური რესურსების მართვაზე.

2. საგანმანათლებლო პერსონალი, რომელსაც მიეკუთვნება:

ა) აღმზრდელ-პედაგოგი, აღმზრდელი  და აღმზრდელის თანაშემწე;

ბ) საგანმანათლებლო პროცესის მხარდამჭერი პერსონალი;

გ) ბავშვთა ინკლუზიის მხარდამჭერი პერსონალი.

3. ჯანმრთელობის დაცვის პერსონალი.

4.  ტექნიკური პერსონალი:

ა) ჰიგიენაზე პასუხისმგებელი პერსონალი;

ბ) კვებაზე პასუხისმგებელი პერსონალი;

გ) მატერიალური რესურსის გამართულობაზე პასუხისმგებელი პერსონალი;

დ) მცენარეთა დაცვაზე პასუხისმგებელი პერსონალი;

ე) უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პერსონალი.

დაწესებულების საჭიროებებისა და დასაქმებულის დატვირთვის გათვალისწინებით,  შესაძლებელია სხვადასხვა კლასტერში მითითებულ რამდენიმე ფუნქციას ასრულებდეს ერთი და იგივე დასაქმებული, რაც აღინიშნება დაწესებულების მიერ მასთან გაფორმებული შრომის ხელშეკრულებაში და ასეთ შემთხვევაში დასაქმებული უნდა აკმაყოფილებდეს შესაბამის კლასტერებში მითითებულ სტანდარტებს.

წინამდებარე სტანდარტში წარმოდგენილი კლასტერის შესაბამისი პერსონალის დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს დაწესებულება დამოუკიდებლად, არსებული რესურსებისა და დაწესებულების საჭიროებების გათვალისწინებით.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203