„დედამიწა ჩემი სახლია“ - გარემოს დაცვის მხარდამჭრი პროექტი თბილისის N28 საჯარო სკოლაში
28-04-2026

თბილისის N28 საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე აქტიურად ზრუნავენ. 

22 აპრილს სკოლაში დედამიწის დღე აღინიშნა და მოსწავლეებს კიდევ ერთხელ შეახსენა, რომ თითოეულ ჩვენგანს შეგვიძლია ჩვენი წვლილი შევიტანოთ ეკოლოგიური პრობლემების მოგვარებაში. 

აღსანიშნავია დედამიწის დღისადმი მიძღვნილი პროექტი-აქტივობა - „დედამიწა ჩემი სახლია“, რომელშიც მე-4, მე-5 და მე- 6 კლასების მოსწავლეები მონაწილეობდნენ. 

პროექტი მოიცავდა როგორც საგანმანათლებლო ისე სახალისო, შემოქმედებით აქტივობებს, რომლებიც მოსწავლეებისთვის სასწავლო-შემეცნებითთან ერთად თავშესაქცევი აღმოჩნდა. 

პროექტს პედაგოგი ლიანა ქსოვრელი ხელმძღვანელობდა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203