ქუთაისის N40 სკოლის მე-2 კლასელთა დედაენის დღისადმი მიძღვნილი საგანმანათლებლო-შემოქმედებითი აქტივობები
05-05-2026

ქუთაისის N40 საჯარო სკოლაში განსაკუთრებული სითბოთი და სიყვარულით აღინიშნა დედაენის დღე. მოსწავლეებმა ქართული სიტყვისა და კულტურისადმი პატივისცემა არაერთი ღონისძიებით გამოხატეს და ხოტბა შეასხეს ქართულ ენასა და მის სიდიადეს. 

ეს მნიშვნელოვანი თარიღი საინტერესოდ აღნიშნეს II კლასის მოსწავლეებმა, პედაგოგ ქეთი დიაკონიძის ხელმძღვანელობითა და მშობლების აქტიური ჩართულობით. 

მათ ერთობლივად წარმოადგინეს საინტერესო და მრავალფეროვანი აქტივობები.

მოსწავლეებმა იმუშავეს როგორც ჯგუფურად, ისე ინდივიდუალურად და არაერთ საგანმანათლებლო-შემოქმქდებით აქტივობაში ჩაერთნენ. 

ღონისძიება გამოირჩეოდა მხიარული და დადებითი ემოციებით, თითოეული აქტივობა ნათლად ასახავდა მონაწილეთა სიყვარულს და პატივისცემას მშობლიური ენის მიმართ.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203