ქუთაისის N40 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ბარბარიზმების წინააღმდეგ გაილაშქრეს 
04-05-2026

ქუთაისის N40 საჯარო სკოლაში დედაენის დღე გამორჩეულად აღინიშნა. 

გაიმართა არაერთი ღონისძიება და მოსწავლეებს შეახსენა ენის როლი ერის თვითმყოფადობის შენარჩუნებაში და მისი სიწმინდის დაცვის აუცილებლობა. 

ეს ღირსშესანიშნავი დღე საინტერესოდ აღნიშნეს II კლასის მოსწავლეებმა დამრიგებლის - გვანცა სანებლიძის ხელმძღვანელობით. 

კლასში ჩატარდა აქტივობები, სადაც მოსწავლეებთან ერთად მშობლებიც სიხარულით მონაწილეობდნენ. 

„დედა ენა არის უფლის კურთხევით ჩვენ წინაპართაგან აღშენებული უწმინდესი ტაძარი, რომელსაც სვეტებად უდგანან სამშობლო ქვეყნის მოღვაწენი; დანგრევა მისი ადვილია, ხოლო აღდგენა ფრიად ძნელი“,-  შეახსენა პედაგოგმა მოსწავლეებს და პატარებს დედაენის დღის მნიშვნელობაზე, ქართული ენის მრავალსაუკუნოვან ისტორიასა და დამწერლობის უნიკალურობაზე ესაუბრა, მოსწავლეებმა კი გაიხსენეს იაკობ გოგებაშვილი და მისი წვლილი საქართველოში წიგნიერების განვითარებაში. 

მოსწავლეებმა ბარბარიზმების წინააღმდეგ გაილაშქრეს და ყველას შეახსენეს ენის სიწმინდის დაცვის აუცილებლობა.  

მე-2 კლასელები არაერთ საგანმანათლებლო-შემოქმედებით აქტივობაში ჩაერთნენ და ცოდნა გაიმდიდრეს

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203