
ქუთაისის N40 საჯარო სკოლაში დედაენის დღე მასშტაბურად აღინიშნა. გაიმართა კვირეული, რომლის ფარგლებში არაერთი ღონისძიება თუ აქტივობა გაიმართა.
დედა ენის კვირეულით გათვალისწინებული ღონისძიებების ფარგლებში, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა - ლალი ტუკვაძემ მე-8ა კლასში (კლ. ხელმძღვანელი ლ.რობაქიძე) კალიგრაფიის კონკურსი დაგეგმა.
როგორც პედაგოგი გვეუბნება, ამას გარკვეული მიზანი ჰქონდა: ტელეფონსა და ინტერნეტში ეკრანებთან მიჯაჭვულ ბავშვებს გაუუარესდათ კალიგრაფია. ამას ადასტურებს მათი წერითი ნაშრომებიც, რომლებშიც ზოგჯერ სიტყვების ამოკითხვა ძნელდება.
14 აპრილს, დედაენის დღეს მასწავლებელმა კლასს ინფორმაციის დონეზე გააცნო ქართული ანბანის შექმნის სამეცნიერო ვერსიები, ესაუბრა ნუსხა-ხუცური, მრგვლოვანი და მხედრული ანბანის განვითარების პერიოდებზე და საგანგებოდ აღნიშნა, რომ მსოფლიოში გავრცელებულ 14 დამწერლობას შორის ჩვენი ქართული ასოთა დაწერლობა შესულია ულამაზეს დამწერლობათა სამეულში. კიდევ ერთხელ შეახსენა მოსწავლეებს, რომ ყველა მათგანის ვალია, პასუხისმგებლობით მოეკიდოს ჩვენს კულტურულ მემკვიდრეობას და მათ შორის გამორჩევით - ქართულ ანბანს.
მოსწავლეებს დაურიგდათ ნიმუშად გოდერძი ჩოხელის „თევზის წერილებიდან“ ამონარიდი, რომელიც ლამაზად უნდა გადაეწერათ. მიეცათ განსაზღვრული დრო წერითი დავალების შესასრულებლად.
ნაწერების შემოწმება-შედარების შემდეგ გამოვლინდნენ საუკეთესო კალიგრაფიის მქონე მოსწავლეები: თეკლა მარგველაშვილი, ელენე ხურციძე, მათე მახათაძე, ბარბარე დათიაშვილი, თეკლა გრიგოლაშვილი, საბა გუგუციძე და ელენე კოღუაშვილი.
გამარჯვებულ მოსწავლეებს მიეცათ შანსი, მონაწილეობა მიიღონ ქუთაისის N40 საჯარო სკოლაში მასწავლებელ თამარ მეზურნიშვილის ინიციატივით მიმდინარე პროექტში: „ ჩვენი ხელნაწერი „ვეფხისტყაოსანი.
„ისინი ამით დატოვებენ კვალს სკოლის ისტორიაში“,- დასძენს პედაგოგი.
იხილეთ ფოტოები: