
22 აპრილს მსოფლიო დედამიწის დღეს აღნიშნავს. თარიღთან დაკავშირებით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დვაბზუს საჯარო სკოლის კლუბ „საფიხვნოს“ წევრებმა განახორციელეს აქტივობა - „დედამიწა ჩვენი სახლია!“.
აქციის ფარგლებში მოსწავლეებმა გადაწყვიტეს გადაშენების პირას მყოფი კოლხური ბზის გადარჩენა და გამრავლება, მოიძიეს კოლხური ბზის ტოტები, დაამზადეს კალმები და დააფესვიანეს, შედეგად კი კოლხური ბზით დაამშვენებენ გურულ ეზოებს, ასევე ბავშვებმა დაამზადეს პოსტერები, წიგნის სანიშნები, ბუკლეტი.
აღსანიშნავია, რომ აქტივობაში ჩართული იყვნენ დაწყებითი კლასის მოსწავლეები და მათი დამრიგებელი მანონი მამალაძე, რომელმაც საინტერესო პრეზენტაცია წარადგინა.
კლუბ საფიხვნოს წევრებმა პატარებს ამ თემასთან დაკავშირებით შექმნილი წიგნის სანიშნეები გადასცეს.
აქტივობა მუსიკალურად გააფორმა და საინტერესო პრეზენტაცია წარმოადგინა მეექვსე კლასის დამრიგებელმა, ნინო მახარაძემ.
საკუთარი საქმიანობით შევეცადეთ მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელებაში საკუთარი წვლილი შეგვეტანა.
აქტივობა პროექტის - „saving the planet“ ფარგლებში განხორციელდა. პროექტი e-twinning-ის პლატფორმაზე ხორციელდება და მასში მსოფლიოს მასშტაბით რამდენიმე სკოლაა ჩართული.
აქტივობის ინიციატორი კლუბ ,,საფიხვნოს“ კურატორი, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი - ნათელა ღლონტი გახლავთ.
პედაგოგი მადლობას უხდის კოლეგბს ჩართულობისა და მხარდაჭერისთვის.
იხილეთ ფოტოები: