ზემო ხანდაკის საჯარო სკოლაში დედამიწის დღისადმი მიძღვნილი ნახატების გამოფენა გაიმართა 
23-04-2026

პოლკოვნიკ ტარიელ შარიფაშვილის სახელობის კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ხანდაკის საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს ბუნების დაცვას ასწავლიან და ბავშვებს ეკოლოგიური პასუხისმგებლობის გაცნობიერებაში ეხმარებიან. 

22 აპრილს მსოფლიომ დედამიწის დღე აღნიშნა. სკოლაში გარემოსდაცვითი დღეს ორიგინალურად გამოეხმაურნენ. ჩატარდა დედამიწის დღისადმი მიძღვნილი ნახატების გამოფენა.

გამოფენაში მონაწილეობდნენ დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეები.

ხელოვნების პედაგოგმა - თამარ კელაპტრიშვილმა დამსწრე საზოგადოებას (პედაგოგებს,მოსწავლეებს და მშობლებს) წარუდგინა - „პატარა მხატვრების“ შემოქმედება, სადაც იგრძნობოდა თვითოეული მოსწავლის სიყვარული ბუნებისადმი.

მათმა შემოქმედებამ არაერთხელ გააოცა და მოხიბლა დამსწრე საზოგადოება. მათ წასახალისებლად გადაეცათ სიგელები.

დირექტორმა ნათელა გორგაძემ მადლობა გადაუხადა ხელოვნების პედაგოგ თამარ კელაპტრიშვილს ,მოსწავლეებს და მათ მშობლებს თანადგომისთვის და ყურადღებისთვის.

გახარებულმა პედაგოგმა და მოსწავლეებმა კიდევ ახალი გამოფენის მოწყობა დაგეგმეს.

იხილეთ ფოტოები:

 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203