„ენაი შემკული და კურთხეული“ - ქუთაისის N40 საჯარო სკოლის ქართული ენის კლუბმა ღია მეცადინეობა ჩაატარა
30-04-2026

ქუთაისის N40 საჯარო სკოლაში წარმატებით მუშაობს ქართული ენის კლუბი „ენაი შემკული და კურთხეული“, რომელსაც ხელმძღვანელობს ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ია ჩინჩალაძე. კლუბში  გაერთიანებული არიან დაწყებითი და საბაზო საფეხურის (VI-VIII კლასები) მოსწავლეები. 

16 აპრილს კლუბმა, ღია მეცადინეობა ჩაატარა. კლუბის წევრებმა დამსწრე საზოგადოებას ქართული ენის გრამატიკისა და მართლწერის აქტუალურ საკითხებზე საინტერესო პრეზენტაციები შესთავაზეს.

საინტერესოა მე-6 კლასელთა ხედვა გრამატიკაზე.

VI კლასის მოსწავლეებმა ყურადღება გაამახვილეს მართლწერის რამდენიმე მნიშვნელოვან ასპექტზე:

• ანასტასია ორბელაძემ და მარიამ ძინძიბაძემ წარმოადგინეს პრეზენტაცია სახელის ფუძის კუმშვის შესახებ;

• ბარბარე ჯებაშვილმა მიმოიხილა ნაცვალსახელთა მართლწერის წესები;

• ლიკა ჭელიძემ ისაუბრა სიტყვა „ნახევარის“ სახელებზე დართვის თავისებურებებზე;

• მარიამ ჯანელიძემ და ბარბარე შვანგირაძემ განმარტეს სახელითა და გვარის ერთად ბრუნვის საკითხი;

• ელენე ხურციძემ და თებეა სორდიამ კი მსმენელებს დეფისის გამოყენების წესები გააცნეს.

VIII კლასის მოსწავლეებმა უფრო რთული ენობრივი საკითხები დაამუშავეს, რომლებიც ქართული ენისა და ლიტერატურის სტანდარტით არის გათვალისწინებული:

• რთული სიტყვების მართლწერაზე თამარ მანაგაძემ და მარიამ გორდულაძემ ისაუბრეს;

ზმნაში სუბიექტის რიცხვის ასახვისა და თემის ნიშნების საკითხები ანა გეგუჩაძემ, მარიამ ქობულაძემ და მათე რუხაიამ მიმოიხილეს;

ზმნისწინთა მართლწერასა და საინტერესო პრეზენტაციას, თემაზე – „სწორია/არასწორია“ – ქეთი ხაჭაპურიძე და თამარ მანაგაძე გაუძღვნენ;

• ასევე, განხილულ იქნა მეშველი ზმნების გამოყენება (მათე რუხაია) და სათაურების მართლწერა (მარიამ ქობულაძე, მარიამ გორდულაძე).

კლუბის მეცადინეობას ესწრებოდნენ სკოლის დირექტორი ნინო ვარდოსანიძე და საგნის მასწავლებლები: ნინო ლიპარტელიანი, სალომე შავგულიძე, დარეჯან ნემსაძე, ნონა შველიძე, ბელა სვანიძე, ვალიდა კვირიკაშვილი; VI-VIII კლასების დამრიგებლები - სოფიო გველესიანი და შორენა კოხრეიძე.

მეცადინეობის დასასრულს ხაზი გაესვა იმ გარემოებას, რომ მოსწავლეებმა კარგად გააცნობიერეს ქართული ენის, როგორც აზროვნების, თვითგამოხატვისა და კომუნიკაციის საშუალების, უდიდესი მნიშვნელობა. ღია მეცადინეობაზე წარმოდგენილი მრავალფეროვანი სავარჯიშოები და საკითხები მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს მოსწავლეების მიერ ქართული ენის გრამატიკის უკეთ დაუფლებას.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203