„ერთად ვუთხრათ უარი ბარბარიზმებს!“ - ქუთაისის N40 საჯარო სკოლის მოსწავლეები ენის სიწმინდის დაცვის სადარაჯოზე 
28-04-2026

ქუთაისის N40 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ქართული ენის დღე გამორჩეულად აღნიშნეს. 

IV კლასის მოსწავლეებმა, დამრიგებლის  - მარი ყვავაძის ხელმძღვანელობით, ენის სიწმინდის დაცვის აუცილებლობა აღნიშნეს და ბარბარიზმების წინააღმდეგ გაილაშქრეს.

„ერთად ვუთხრათ უარი ბარბარიზმებს!“,- აღნიშნეს მოსწავლეებმა და მასწავლებლებთან ინტერვიუ ჩაწერეს, სადაც გავრცელებული უცხოური სიტყვები ქართული ანალოგებით ჩაანაცვლეს. 

იხილეთ ფოტოები და ვიდეო

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203