„მშობლიური ენის სიწმინდის დაცვა ყველა ქართველის პირდაპირი მოვალეობაა!“ - ქუთაისის N40 სკოლის მოსწავლეებმა ბარბარიზმების წინააღმდეგ გაილაშქრეს
27-04-2026

ქუთაისის N40 საჯარო სკოლის მოსწავლეები ეროვნულ ღირებულებებზე იზრდებიან. პედაგოგები მოსწავლეებს ენის სიყვარულსა და ისტორიის პატივისცემას ასწავლიან. 

„მშობლიური ენის სიწმინდის დაცვა ყველა ქართველის პირდაპირი მოვალეობაა!“,- ეს იყო მთავარი აზრი აქტივობისა, რომელიც III კლასში, კლასის ხელმძღვანელის - ცისმარი ვარდოსანიძის ხელმძღვანელობით გაიმართა. 

მოსწავლეებმა ბარბარიზმების წინააღმდეგ გაილაშქრეს და ქართული შესატყვისებით ჩაანაცვლეს. აღნიშნეს, რომ ენა არ უნდა დავაბინძუროთ და სხვებსაც ენის სიწმინდის დაცვისკენ მოუწოდეს. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203