
ქუთაისის N40 საჯარო სკოლის მოსწავლეები ეროვნულ ღირებულებებზე იზრდებიან. პედაგოგები ბავშვებს სამშობლოსა და მშობლიური ენის სიყვარულს, ისტორიის პატივისცემას ასწავლიან.
14 აპრილს მე-5ა კლასში დედაენის დღე აღინიშნა. გაიმართა კლასის საათი, რომელმაც შეახსენა ენის როლი ერის თვითმყოფადობის შენარჩუნებაში და მისი სიწმინდის დაცვის აუცილებლობა.
კლასის საათზე დამრიგებელმა დ.ზურებიანმა, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა გ.ხუსკივაძემ, ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების მასწავლებელმა - თ.გაჩეჩილაძემ, მე-5ა კლასის მოსწავლეებს წაუკითხეს ლევან გოთუას - „ქვის დედაენა“.
გაკვეთილი მიზნად ისახავდა მოსწავლეებში ეროვნული თვითშეგნების ამაღლებასა და მშობლიური ენისადმი პატივისცემის გაღრმავებას.
მათ ინტერესით მოისმინეს და იმსჯელეს საკითხებზე: რატომ არ იცოდა ბიჭმა ხიმშიამ წერა-კითხვა?, რა როლი შეასრულა მწიგნობარმა ედიშერმა ბიჭის ცხოვრებაში? რას ნიშნავს სიმბოლურად ქვის დედაენა? როგორ დაძლია ბიჭმა შიში და რომ ,„ვეფხისტყაოსანი“ არის ქართველთა ნუგეში, სულიერი საზრდო, „ჭირსა შიგან გამაგრება, ასრე უნდა ვით ქვიტკირსა“, როგორ გაძლიერდა ბიჭი სულიერად, ფიზიკურად, თანდათან როგორ გაუქრა მონღოლთა შიში... და ბოლოს, დაასკვნეს, რომ წიგნიერი ადამიანი არ უნდა იყოს სხვისი დამრბევი, სხვისი ამომწყვეტი, სიცოცხლის ფასი უნდა იცოდეს და სიყვარული უნდა იყოს ცხოვრების წარმმართველი.
დედაენა უძვირფასესი განძია ქართველებისა თითოეული მოსწავლე ლამაზი სიტყვითა და ლექსით მოეფერა მშობლიურ ენას.
იხილეთ ვიდეო