
მარტვილის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები ეროვნულ ღირებულებებზე იზრდებიან. რაღა თქმა უნდა, სკოლაში საინტერესოდ აღინიშნა 14 აპრილი, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი თარიღი საქართველოს უახლეს ისტორიაში. დღე, როდესაც ქართველმა ერმა საკუთარი იდენტობა, ღირსება და მშობლიური ენა თავგანწირვით დაიცვა.
ამ ღირსშესანიშნავ დღესთან დაკავშირებით, მარტვილის N1 საჯარო სკოლის მე-5ბ კლასში, პედაგოგ ნანა გახოკიძის ხელმძღვანელობით, გაიმართა ღონისძიება სახელწოდებით - „ო, ენავ ჩემო...“.
მოსწავლეებმა დამსწრე საზოგადოება ამოგზაურეს ქართული ენის მრავალსაუკუნოვან ისტორიაში, შექმნეს ბუკლეტები და კედლის გაზეთი, ისაუბრეს ქართული ენის უნიკალურობაზე, წაიკითხეს ლექსები და თანატოლებს მოუწოდეს დაიცვან მშობლიური ენის სიწმინდე.
იხილეთ ფოტოები: