
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ყაურმის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი გაჯერებულია მრავალფეროვანი ღონისძიებებით რაც როგორც მოსწავლეთა ცოდნის, ისე მათ შემოქმედებითობის განვითარებას, ნიჭისა და უნარების წარმოჩება-განვითარებას ემსახურება.
სილამაზისა და დედის დღესთან დაკავშირებით 7 აპრილს ყაურმის საჯარო სკოლაში, დაწყებითი კლასის მოსწავლეების მონაწილეობით, ჩატარდა მხიარული და ლამაზი ღონისძიება.
მოსწავლეები დამსწრე საზოგადოების წინაშე მრავალფეროვანი სანახაობით წარდგნენ - იმღერეს, საცეკვაო ნომრები შეასრულეს და სპექტაკლიც დადგეს.
ღონისძიებას ორგანიზება გაუწია მე-3 კლასის დამრიგებელმა წოვინარ ბაბოიანმა.
„ბავშვებს ძალიან უხარიათ ღონისძიებები და ხალისით მონაწილეობენ“,- გვეუბნება პედაგოგი და ბავშვებს მრავალფეროვანი ღონისძიებებით ყოველთვის ანებივრებს.
იხილეთ ფოტოები: