ყაურმის საჯარო სკოლაში ქართული ენის დღე ღონისძიებით აღინიშნა 
23-04-2026

14 აპრილი საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი თარიღია. დღე, როდესაც ქართველმა ერმა საკუთარი იდენტობა, ღირსება და მშობლიური ენა თავგანწირვით დაიცვა. ამ ღირსშესანიშნავ დღესთან დაკავშირებით, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ყაურმის საჯარო სკოლაში ღონისძიება გაიმართა. 

ღონისძიება ატარებდა როგორც საგანმანათლებლო ისე საზეიმო ხასიათს. მეშვიდე, მერვე და მეექვსე კლასის მოსწავლეები დამსწრე საზოგადოების წინაშე მრავალფეროვანი პროგრამით წარდგნენ.  

ბავშვებმა ლამაზად გააფორმეს საკლასო ოთახი,  ჩაცმულობის სტილსაც მიაქციეს ყურადღება და ხუთჯვრიანი დროშით გულდამშვენებულებმა აღნიშნეს დედენის დღის მნიშვნელობა. 

მოსწავლეებმა ასევე შეასრულეს სიმღერები, ლექსები და საცეკვაო ნომრები. 

ღონისძიებას ესწრებოდნენ მშობლები და სასკოლო საზოგადოების სხვა წარმომადგნლები. მათ მოსწავლეები კომპლიმენტებითა და მხურვალე აპლოდისმენტებით დააჯილდოვეს. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203