„მამული, ენა, სარწმუნოება“​ -ქუტირის საჯარო სკოლის საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეებისთვის საინტრესო ლექცია-საუბარი ​მოეწყო
23-04-2026

აკაკი ტერელაძის სახელობის ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ქუტირის საჯარო სკოლაში ქართული ენის დღეს საინტერესო საგანმანათლებლო ღონისძიება მიეძღვნა. 

15 აპრილს, სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრამ (ირა ბენდელიანი, ნინა ქავზინაძე და ლელა ბახტაძე) დედაენის დღესთან დაკავშირებით, საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეებთან ჩაატარა ლექცია-საუბარი თემაზე - „მამული, ენა, სარწმუნოება“, რომელზედაც მიმოიხილეს ქართული ენის წარმოქმნისა და დედაენის ძეგლის შექმნის ისტორია. მოსწავლეებს სიტყვით მიმართა სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ზურაბ თოდუამ.

დასასრულს დირექციამ დააჯილდოვა დედაენის დღისადმი მიძღვნილ ოლიმპიადაში გამარჯვებული IX კლასის მოსწავლე თეკლე გორდაძე.

მოსწავლეებმა გამოუშვეს კედლის გაზეთი - „ო, ენავ ჩემო“. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203