კაცხის საჯარო სკოლაში დედამიწის დღე საინტერესო ეკოაქტივობებით აღინიშნა 
22-04-2026

ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ კაცხის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. 

რაღა თქმა უნდა, სკოლა აქტიურად შეუერთდა დედამიწის საერთაშორისო დღეს სლოგანით -  „დედამიწა - ჩვენი საერთო სახლია“.

„ხშირად ვამბობთ ხოლმე, რომ ბუნება ჩვენი საგანძურია, მაგრამ რეალურად, ბუნება ჩვენი სიცოცხლის წყაროა. ყოველი ხე, რომელსაც ვრგავთ, ყოველი სუფთა ნაკადული და მოვლილი სკვერი ჩვენი მომავლის საწინდარია“,- აღნიშნავენ სკოლაში, სადაც სწორედ  ამ დევიზით გაიმართა დასუფთავების აქცია. მოსწავლეებმა დაასუფთავეს  სკოლის ეზო და მიმდებარე ტერიტორია.

ასევე, მე-7 კლასელთა ჩართულობით და აქტიური მონაწილეობით, პედაგოგ მაგდან ღუღუნიშვილის მხარდაჭერით და ხელმძღვანელობით მოეწყო პრეზენტაცია თემაზე -  „დედამიწის დღე“

„დედამიწას ჩვენი დაცვა და სიყვარული სჭირდება არა მხოლოდ დღეს, არამედ წელიწადის ყოველ დღეს. მოდით, დღევანდელი დღე იყოს შეხსენება იმისა, რომ ჩვენ ვართ ამ პლანეტის ნაწილი და სწორედ ჩვენზეა დამოკიდებული, როგორ სამყაროში გავიღვიძებთ ხვალ“,- აღნიშნეს მოსწავლეებმა და საზოგადოებას ბუნების მოფრთხილებისკენ მოუწოდეს. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203