ჩქვალერის თემის საჯარო სკოლის მე-3 კლასელებმა დედამიწის დღე გარემოსდაცვითი აქტივობებით აღნიშნეს 
22-04-2026

აკადემიკოს ეგნატე ფიფიას სახელობის წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ჩქვალერის თემის საჯარო სკოლის პედაგოგები, დირექტორის - როენა ფიფიას ხელმძღვანელობით, მოსწავლეთა ეკოცნობიერების ამაღლებაზე აქტიურად ზრუნავენ და ამ მიზნით არაერთ აქტივობას თუ ღონისძიებას სთავაზობენ. 

რაღა თქმა უნდა, სკოლაში გამოეხმაურნენ დედამიწის მსოფლიო დღეს. 

გარემოსდაცვითი დღესასწაული მე-3 კლასელებმა აღნიშნეს. მოსწავლეები არაერთ გარემოსდაცვით აქტივობაში ჩაერთნენ. 

მოსწავლეებმა დარგეს ხეები. გამწვანების ღონისძიებაში ჩართულნი იყვნენ სკოლის დირექტორი როენა ფიფია და ბიოლოგიის მასწავლებელი გიურ ფიფია. 

მოსწავლეებმა ასევე წაიკითხეს თემატური ლექსები და დაამზადეს დედამიწის მაკეტი. 

მე-3 კლასის ხელმძღვანელი მაია გოგოხია გახლავთ. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203