ვირტუალური სამყაროდან რეალურ თავგადასავლებამდე - წიგნიერება, როგორც უსაფრთხოების გარანტი ქუთაისის N40 სკოლის მე-3 კლასებისთვის 
23-04-2026

ქუთაისის N40 საჯარო სკოლის პედაგოგები წიგნის კითხვის პოპულარიზაციის გზით, მოსწავლეთა თვალსაწიერის გაფართოებაზე ზრუნავენ. 

​სწორედ ამ მიზნით, მე-3 კლასში (პედაგოგი, ინგა მეტონიძე) საინტერესო და მრავალფეროვანი საგანმანათლებლო აქტივობა განხორციელდა. პროექტის მთავარ მიზანს ციფრული დამოკიდებულების შემცირება და წიგნიერების პოპულარიზაცია წარმოადგენდა.

სკოლაში ახარებთ, რომ თანამედროვე ეპოქაში, როდესაც სოციალური ქსელები (Instagram, Facebook, TikTok) დიდ გავლენას ახდენს მოზარდებზე, მოსწავლეებმა გააკეთეს გააზრებული არჩევანი, ვირტუალური სივრცე ცოცხალი ლიტერატურით ჩაანაცვლეს. განხორციელდა აქტივობები:

  • ინტერაქციული კითხვა, შერჩეული მოთხრობების სიღრმისეული ანალიზი;
  • ​როლური თამაშები: პერსონაჟების სამყაროში გადანაცვლება და მათი ემოციების გაზიარება;
  • ​პერსონაჟის „ცხელი სკამი“კრიტიკული აზროვნების განვითარება და პერსონაჟის მოტივაციების კვლევა;
  • ​დისკუსიები და დებატები, მოსწავლეებმა იმსჯელეს ინტერნეტის საფრთხეებსა და იმ უპირატესობებზე, რასაც წიგნი სთავაზობს მკითხველს.

პრაქტიკული გამოცდილებით ბავშვებმა დაასკვნეს, რომ წიგნი გაცილებით უსაფრთხო, ნაყოფიერი და საინტერესო მეგზურია, ვიდრე სოციალური მედიის ხშირად ქაოსური სამყარო.

„მოხარულები ვართ, რომ ჩვენი მოსწავლეები ასეთი მონდომებითა და გააზრებულად დგამენ ნაბიჯებს წიგნიერებისკენ“,- აღნიშნავენ სკოლაში და მოსწავლეებს წიგნის სიყვარულს შთააგონებენ. 

იხილეთ ფოტოები და ვიდეო1, ვიდეო2, ვიდეო3

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203