ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მშვიდობაურის საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე აქტიურად ზრუნავენ, ამ მიზნით კი არაერთ ღონისძიებას სთავაზობენ.
22 აპრილს სკოლაში დედამიწის მსოფლიო დღე აღინიშნა. პედაგოგი ბავშვებს გარემოს დაცვის მნიშვნელობაზე ესაუბრა და პატარებს შეახსენა, რომ თითოეულ ჩვენგანს შეგვიძლია წვლილი შევიტანოთ ეკოლოგიური პრობლემების მოგვარებაში.
მოსწავლეები არაერთ თემატურ საგანამანათლებლო-შემოქმედებით აქტივობაში ჩაერთნენ. ღონისძიების ბოლოს მოსწავლეებმა ერთხმად აღნიშნეს - „გავუფრთხილდეთ დედამიწას“ და საზოგადოებას მეტი პასუხისმგებლობისა და ბუნების მოფრთხილებისკენ მოუწოდეს.
იხილეთ ფოტოები