
თბილისის N28 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი გაჯერებულია საინტერესო საგანმანათლებლო ღონისძიებებით, რაც როგორც მოსწავლეთა ცოდნის, ისე მათი თვალსაწიერი გაფართოებას ემსახურება.
21 აპრილი, ერთ-ერთ უდიდეს ამერიკელი მწერლის - მარკ ტვენის გარდაცვალების დღეა. სკოლაში ჩატარდა ღონისძიება, რომელიც სახელოვანი მწერლის ცხოვრებასა და შემოქმედებას მიეძღვნა.
სკოლის დირექტორი და ინგლისური ენის პედაგოგი ქეთევან დავლიანიძე მოსწავლეებს ესაუბრა მწერლის მნიშვნელობაზე მსოფლიო ლიტერატურაში, მის ლიტერატურაზე და იმ ძალაზე რომელმაც მან მსოფლიოს ბავშვებზე მოახდინა.
მოსწავლეებისთვის მეტად საინტერესო იყო ვიზუალური მასალა, რომელიც პედაგოგმა წარუდგინა.
ღონისძიება საინტერესო და შემეცნებითი აღმოჩნდა მოსწავლეთათვის.
იხილეთ ფოტოები: