ახალქალაქის N4 საჯარო სკოლის მე-7 კლასელთა „ინოვაციური გაკვეთილები“
23-04-2026

ახალქალაქის N4 საჯარო სკოლის მე-7 კლასის მოსწავლეები, არაფორმალური განათლების ფარგლებში, ახორციელებენ სასწავლო პროექტს - „ინოვაციური გაკვეთილები“. 

გაკვეთილები მიმდინარეობს არაფორმალური განათლების სივრცეში - „ბიბლიოთეკა, მუზეუმი და კინო".

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, სკოლაში მოსწავლეთა არაფორმალურ აქტივობებში ჩართვასა და სამოქალაქო ინტეგრაციის გაძლიერებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა.   

სკოლის მოსწავლეები ქართული ენის მასწავლებელთან და კლასის დამრიგებელთან ერთად, ქალაქის ცენტრალურ ბიბლიოთეკას ეწვივნენ. დაათვალიერეს სამკითხველო დარბაზები, წარმოადგინეს მათ მიერ მომზადებული პრეზენტაციები მსოფლიოს ყველაზე ძველი და დიდი ბიბლიოთეკების შესახებ, იქ დაცულ ხელნაწერებსა და წიგნებზე.

მოსწავლეებს ახალქალაქის  ბიბლიოთეკის ხელმძღვანელმა - თეკლა ვახტანგიშვილმა უმასპინძლა და მოზარდებს წიგნის სიყვარულისა ბიბლიოთეკის მნიშვნელობაზე ესაუბრა.

მოსწავლეებმა დაათვალიერეს სამკითხველო დარბაზები, წიგნის საცავები და ხელნაწერი მემკვიდრეობა, გაეცნენ  ბიბლიოთეკის მუშაობის სტრუქტურას.

ახალქალაქის N4 საჯარო სკოლის დირექტორის - გაიანე კარახანიანის თქმით, არაფორმალური განათლების ფარგლებში  ჩვენ ვასწავლით მოსწავლეებს, როგორ იყვნენ უფრო პასუხისმგებლიანები, მოიძიონ და დაამუშაონ ინფორმაცია, იზრუნონ გარემოზე, ადამიანებზე, იმუშაონ გუნდურად და იყვნენ თანასწორები.

„ჩვენ კი ყველაფერს ვაკეთებთ, რომ მათთვის შევქმნათ უკეთესი გარემო როგორც მათთვის ისე მომავალი თაობებისთვის“,- აღნიშნავს დირექტორი და დასძენს, რომ ამ გზაზე სწავლა მხოლოდ კლასში არ ხდება.

„ბიბლიოთეკა კინო, და მუზეუმი  ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო არაფორმალური საგანმანათლებლო სივრცეებია, სადაც შეგვიძლია ბავშვებს დავანახოთ რეალური პრობლემები, გავაცნოთ სხვადასხვა საინტერესო ფაქტები, ისტორიები და  როგორც შეგვიძლია ისე, თავადაც შევიტანოთ ცვლილება უკეთესი სასკოლო  ცხოვრების  განვითარებაში..“,- ამბობს სკოლის ხელმძღვანელი. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203