ონოღიას საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ქართული ენის დღე იზეიმეს
22-04-2026
 

14 აპრილი საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი თარიღია. დღე, როდესაც ქართველმა ერმა საკუთარი იდენტობა, ღირსება და მშობლიური ენა თავგანწირვით დაიცვა. ამ ღირსშესანიშნავ დღესთან დაკავშირებით, მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ონოღიას საჯარო სკოლაში ღონისძიება გაიმართა. 

ქართული ენის მასწავლებელმა - მარინა დანელიამ და მოსწავლეებმა, პედაგოგებთან და მშობლებთან ერთად იზეიმეს ეს მნიშვნელოვანი თარიღი, რომლის აღნიშვნა თაობიდან თაობას უნდა გადაეცეს სასოებით.

მოსწავლეებმა ხოტბა შეასხეს ქართული ენის სიდიადეს, ისაუბრეს დედაენის დღის მნიშვნელობაზე, ქართული ენის მრავალსაუკუნოვან ისტორიასა და დამწერლობის უნიკალურობაზე. 

მოსწავლეებისთვის ღონისძიება მეტად საინტერესო და სასწავლო-შემეცნებითი აღმოჩნდა. მათ კიდევ ერთხელ გაიაზრეს ქართული ენის როლი ერის თვითმყოფადობის შენარჩუნებაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203