დაბა ლენტეხის N1 საჯარო სკოლის მე-7 კლასელთა გეოგრაფიის გაკვეთილი დედამიწის დღეს მიეძღვნა
22-04-2026

დღეს, 22 აპრილს მსოფლიო დედამიწის დღეს აღნიშნავს. ლევან ლიპარტელიანის სახელობის დაბა ლენტეხის N1 საჯარო სკოლაში დედამიწის დღე საინტერესოდ აღინიშნა. 

მე-7 კლასში, გეოგრაფიის გაკვეთილი განსაკუთრებულად შთამაგონებელი და შემოქმედებითი აღმოჩნდა. სასწავლო პროცესს მასწავლებელი ვიქტორია სამოხვალოვა ხელმძღვანელობდა. 

მოსწავლეებმა დიდი მონდომებითა და ინტერესით შექმნეს თემატური პოსტერები, რომლებშიც ასახეს გარემოსდაცვითი საკითხები, ბუნების მნიშვნელობა და ის გამოწვევები, რომელთა წინაშეც დღეს ჩვენი პლანეტა დგას.

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, ნამუშევრებში ნათლად ჩანდა მოსწავლეთა პასუხისმგებლობის გრძნობა, მათი ხედვა სუფთა და ჯანსაღი გარემოს მიმართ და სურვილი, საკუთარი მცირე ნაბიჯებითაც კი წვლილი შეიტანონ დედამიწის დაცვაში.

პოსტერები შეეხებოდა ისეთ მნიშვნელოვან თემებს, როგორიცაა: გარემოს დაბინძურება, კლიმატის ცვლილება, ტყეების დაცვა, წყლის რესურსების გაფრთხილება და ეკოლოგიურად ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება.

„განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ მოსწავლეებმა პრობლემებთან ერთად წარმოადგინეს მათი გადაჭრის გზებიც - გადამუშავება, ენერგიის დაზოგვა, ბუნებრივი რესურსების გონივრული გამოყენება და ყოველდღიურ ცხოვრებაში ეკოლოგიური პასუხისმგებლობის გაზრდა.

ამ აქტივობამ კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ განათლება არა მხოლოდ ცოდნის მიღებას, არამედ ცნობიერების ამაღლებას და პასუხისმგებლობის გაზრდასაც გულისხმობს. სწორედ ასეთი აქტიური და მოაზროვნე თაობა არის ჩვენი პლანეტის უკეთესი მომავლის საფუძველი 

ერთად ვიზრუნოთ დედამიწაზე - დღეს, ხვალ და ყოველთვის!“,- აღნიშნავენ სკოლაში და მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ზრუნავენ. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203