დედოფლისწყაროს N1 საჯარო სკოლაში დედაენის დღე არაერთი საინტერესო აქტივობით აღინიშნა
22-04-2026

დედოფლისწყაროს N1 საჯარო სკოლაში დედაენის დღე მასშტაბურად აღინიშნა. 

„14 აპრილი იმ დიდი ერთობისა და თავდადების სიმბოლოა, რომელმაც ქართული ენა შეგვინარჩუნა,  ჩვენი სკოლაც შეუერთდა დედა ენის დღისადმი მიძღვნილ კვირეულს და გავიხსენეთ ყველა ის ადამიანი, ვისაც დიდი წვლილი აქვს შეტანილი ჩვენი ქართული ენის დაცვაში“,- აღნიშნავენ სკოლაში, სადაც სახელმწიფო ენის კათედრამ ჩაატარა არაერთი საინტერესო აქტივობა.

მესამე კლასის მოსწავლეებმა შექმნეს კალიგრაფიის ნიმუშები, ცდილობდნენ პაწაწინა ხელებით დაემშვენებინათ ფრაზები ქართული ენის სიწმინდის შესახებ.

საბაზო საფეხურზე, კერძოდ მე-8 კლასის მოსწავლეებმა შექმნეს ელექტრონული პოსტერები, ქართული ხელნაწერების დახმარებით შექმნეს ხელნაკეთი წიგნები, კომიქსი და შემეცნებითი ელექტრონული თამაში.

მე-8 კლასის მოსწავლეებმა დედა ენის დღისთვის სხვადასხვა მასალის გამოყენებით დაამზადეს ქართული ანბანის ასოები, გაალამაზეს და სკოლის დერეფანში მოწყობილ სტენდზე გამოფინეს. ამით გამოხატეს სიყვარული და პატივისცემა ქართული ანბანის მიმართ.

მე-7 კლასში ჩატარდა ვიქტორინა, მოსწავლეებმა გამოავლინეს სათანადო ცოდნა და უნარ-ჩვევები.

მე-4 კლასის მოსწავლეებმა შექმნეს კედლის გაზეთი, ინტერესით წაიკითხეს ქართველი პოეტების ლექსები ქართული ენისადმი მიძღვნილი, კიდევ ერთხელ შეახსენეს ერთმანეთს მშობლიური ენის სიდიადე.

იხილეთ ვიდეომასალა:

 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203