
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბეჟანოს საჯარო სკოლის პედაგოგები სწავლებისას საინტერესო აქტივობებსა და მეთოდებს მიმართავენ.
აღსანიშნავია, ქართულის, როგორც მეორე ენის მეტად საინტერესო გაკვეთილი, რომელიც მრავალფეროვანი აქტივობებით, მოსწავლეთა მაღალი ჩართულობით წარიმართა.
მოსწავლებმა ისწავლეს სად ცხოვრობენ ფრინველები და ცხოველები, შექმნეს ლამაზი პოსტერი, დააჯგუფეს შინაური და გარეული ცხოველები და ფრინველები.
აქტივობები მოსწავლეებისთვის სასწავლო-შემეცნებითთან ერთად სახალისო და თავსესაქცევი აღმოჩნდა.
სასწავლო პროცესს უძღვებოდნენ საგნის მასწავლებელი გუანნა მკოიანი და კონსულტანტ -მასწავლებელი თამილა კობიაშვილი.
იხილეთ ფოტოები: