
დღეს, 22 აპრილს, დედამიწის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ქუთაისის №9 საჯარო სკოლის 1-ელ კლასში ჩატარდა საგანმანათლებლო-შემეცნებითი აქტივობები თემაზე - „დედამიწა ჩვენი სახლია“.
აქტივობების მიზანს წარმოადგენდა მოსწავლეებში გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება, ბუნებისადმი პასუხისმგებლიანი დამოკიდებულების ჩამოყალიბება და ეკოლოგიური კულტურის განვითარების ხელშეწყობა.
მოსწავლეებმა იმსჯელეს გარემოს დაცვის მნიშვნელობაზე, წარმოადგინეს საკუთარი მოსაზრებები და შექმნეს თემატური ნამუშევრები.
აქტივობები მოსწავლეებს კლასის დამრიგებელმა - მარი გიორგაძემ შესთავაზა.
იხილეთ ფოტოები: