ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი საგანმანათლებლო დღეები თბილისის N103 საჯარო სკოლაში 
23-04-2026

თბილისის N103 საჯარო სკოლაში მოსწავლეები ეროვნულ ღირებულებებზე იზრდებიან, პედაგოგები მოსწავლეებს ისტორიის პატივისცემასა და ენის სიყვარულს ასწავლიან. რაღა თქმა უნდა, სკოლაში გამორჩეულად აღინიშნა 14 აპრილი - ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი თარიღი საქართველოს უახლეს ისტორიაში. დღე, როდესაც ქართველმა ერმა საკუთარი იდენტობა, ღირსება და მშობლიური ენა თავგანწირვით დაიცვა. ამ ღირსშესანიშნავ დღესთან დაკავშირებით სკოლაში კვირეული გაიმართა. 

კვირეულმა არაერთი სასწავლო-შემოქმედებითი ღონისძიება თუ აქტივობა გააერთიანა. 

დედაენის დღისადმი მიძღვნილი საგანმანათლებლო დღეები მეტად საინტერესოდ წარიმართა. 

ქართული ენის დღე იზეიმეს მე-5 გ კლასში, პედაგოგი ნინო ოკრიბელაშვილი მოსწავლეებს დედაენის დღის მნიშვნელობაზე, ქართული ენის მრავალსაუკუნოვან ისტორიასა, დამწერლობის უნიკალურობაზე ესაუბრა და ბავშვები არაერთ საინტერესო აქტივობაში ჩართო. 

1-ელ გ კლასში კი იაკოგ გოგებაშივილის ღვაწლი აღინიშნა საქართველოში წიგნიერების გავრცელებაში. ღონისძიებას პედაგოგი მანანა აკოფაშვილი ხელმძღვანელობდა. 

მე-2ე კლასელებმა კი ხოტბა შეასხეს ქართულ ენას და პედაგოგ ნანა ჩხიტუნიძის დახმარებით უკეთ გაიაზრეს ენის როლი ერის თვითმყოფადობის შენარჩუნებაში. 

ქართული ენის ტკბილხმოვანებასა და მრავალსაუკუნოვან ისტორიას მიეძღვნა მე-3დ კლასში, პედაგოგ ნატო წიკლაურის ხელმძღვანელობით გამართული აქტივობები. 

ქართული ენის სიწმინდის დაცვის მნიშვნელობას გაესვა ხაზი მე-3გ კლასში. პედაგოგ ლალი თეთრაძის ხელმძღვანელობით მოსწავლეებმა ბარბარიზმების წინააღმდეგ გაილაშქრეს. 

ვიდეო იხილეთ ბმულზე: 

ვიდეო იხილეთ ბმულზე:

ვიდეო იხილეთ ბმულზე:

ვიდეო იხილეთ ბმულზე:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203