„მე საქართველოს მოქალაქე ვარ“ - დიდი არაქალის საჯარო სკოლაში პროექტის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა 
22-04-2026

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი არაქალის საჯარო სკოლის მე-4 კლასში ჩატარდა პროექტის - „მე საქართველოს მოქალაქე ვარ“ შემაჯამებელი ღონისძიება, რომელიც განხორციელდა არაფორმალური განათლების ფარგლებში, ბილინგვური განათლების სპეციალისტების ხელმძღვანელობით.

ღონისძიების ფარგლებში მოსწავლეებმა წარმოადგინეს საკუთარი ნამუშევრები - „ალბომი ჩემ შესახებ“, ასევე გამართეს პრეზენტაციები, ისაუბრეს ბავშვთა უფლებებზე და გააზიარეს საკუთარი მოსაზრებები.

აქტივობები გამოირჩეოდა მოსწავლეთა მაღალი ჩართულობით, ემოციური ფონის მრავალფეროვნებითა და პატრიოტული სულისკვეთებით.

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, ღონისძიებამ ხელი შეუწყო მოსწავლეთა სამოქალაქო ცნობიერების, კომუნიკაციური და პრეზენტაციული უნარების განვითარებას.

„ღონისძიება წარმატებით განხორციელდა და მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებასა და მათი აქტიური მოქალაქეობრივი პოზიციის ჩამოყალიბებაში“,- დასძენენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა: (ბმული1)

 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203