ორჯის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დედამიწის დღე საინტერესო აქტივობებით აღნიშნეს
22-04-2026

22 აპრილს მსოფლიო დედამიწის დღეს აღნიშნავს.  ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ორჯის საჯარო სკოლის მოსწავლეები ამ გარემოსდაცვით დღესასწაულს საინტერესო აქტივობებით გამოეხმაურნენ. 

მე-5 კლასის მოსწავლეებმა ქართულის, როგორც მეორე ენის გაკვეთილზე შექმნეს პოსტერები - გარემოსდაცვითი მოწოდებებით. 

ბავშვები დიდი ინტერესით იყვნენ ჩართულნი აქტივობებში. მათ ისაუბრეს, თუ როგორ უნდა დაიცვან დედამიწა, როგორ იზრუნონ პლანეტაზე და აღნიშნეს, რომ თითოეულ ჩვენგანს შეგვიძლია ჩვენი წვლილი შევიტანოთ ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203