ქართული ენის დღესასწაული და მოსწავლეთა ხელით მოხატულ-მოჩუქურთმებული ქართული ანბანი ორბელის საჯარო სკოლაში 
23-04-2026

ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ორბელის საჯარო სკოლაში დედაენის დღე გამორჩეულად აღინიშნა. 

ამ ღირსშესანიშნავ დღეს კვირეული მიეძღვნა, რომელმაც არაერთი საგანმანათლებლო-შემოქმედებითი აქტივობა გააერთიანა. 

პედაგოგები მოსწავლეებს დედაენის დღის მნიშვნელობაზე ესაუბრნენ. შეახსენეს 14 აპრილის ისტორიული მოვლენები. დღე, როდესაც ქართველმა ერმა საკუთარი იდენტობა, ღირსება და მშობლიური ენა თავგანწირვით დაიცვა.

დაწყებით საფეხურზე ნამდვილი დღესასწაული მოეწყო. ქართული ენის დღე იზეიმეს 1-ელიდან მე-6 კლასების მოსწავლეებმა. მოსწავლეები პედაგოგების - სოფო გოგიძის, მადონა გვიშიანისა და მაია ბურჯალიანის ხელმძღვანელობით, არაერთ საინტერესო აქტივობაში ჩაერთნენ. აქეს და ადიდეს ქართული ენა, ხოტბა შეასხეს დამწერლობის უნიკალურობას 

ხელოვნების მასწავლებელმა სოფო გოგიძემ თავის მოსწავლეებთან ერთად ქართული ანბანის თითოეული ასო მოხატა. 

მოსწავლეთა მოხატულ-ამოქართული ანბანი მართლაც შთამბეჭდავი სანახავია. 

იხილეთ ფოტოები და ვიდეო1, ვიდეო2, ვიდეო3, ვიდეო4,

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203