მუქედის საჯარო სკოლაში ქართული ენის დღე საინტერესო საგანმანათლებლო ღონისძიებებით აღინიშნა 
23-04-2026

ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ მუქედის საჯარო სკოლის მოსწავლეები ეროვნულ ღირებულებეზე იზრდებიან. რაღა თქმა უნდა, სკოლაში საინტერესოდ აღინიშნა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი თარიღი საქართველოს უახლეს ისტორიაში. დღე, როდესაც ქართველმა ერმა საკუთარი იდენტობა, ღირსება და მშობლიური ენა თავგანწირვით დაიცვა.

გაიმართა კვირეული, რომელმაც არაერთი საგანმანათლებლო-შემოქმედებითი ღონისძიება გააერთიანა. 

აღსანიშნავია, ქართული ენისადმი მიძღვნილი საღამო - „ჩვენი ენა ქართული“. მოსწავლეებმა ლექსებით შეამკეს ქართული ენა და ხოტბა შეასხეს მის სიდიადეს. 

კვირეულის ფარგლებში ასევე ჩატარდა ღონისძიება - „არა ბარბარიზმებს“. მოსწავლეებმა ენის დაბინძურების წინააღმდეგ გაილაქრეს და ენის სიწმინდის დაცვის აუცილებლობა აღნიშნეს. 

ღონისძიებებს ორგანიზება გაუწიეს პედაგოგებმა - მარო ჯოგლიძემ და ხათუნა კორძაძემ. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203