
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სამედიცინო მომსახურების სივრცის ფუნქციონირების წესში ცვლილებები შევიდა. დაზუსტდა საექიმო სპეციალობების ჩამონათავლი, რომელიც სკოლაში ექიმათ მუსაობის დასაწყებადააა აუცილებელი.
სკოლის ექიმად მუშაობისთვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს საქართველოს ან უცხო ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში მიღებული, საქართველოს კანონმდებლობით აღიარებული სამედიცინო განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი და დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის განხორციელების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი (სახელმწიფო სერტიფიკატი ან სუბსპეციალობის მოწმობა) რომელიმე შემდეგ საექიმო სპეციალობაში:
ა) პედიატრია/ზოგადი პროფილის ექიმი პედიატრი;
ბ) საოჯახო მედიცინა;
გ) ბავშვთა ალერგოლოგია-იმუნოლოგია/ალერგოლოგია-იმუნოლოგია;
დ) ბავშვთა ინფექციური სნეულებები/ინფექციური სნეულებები;
ე) ბავშვთა ნევროლოგია;
ვ) ბავშვთა კარდიოლოგია-რევმატოლოგია/ბავშვთა კარდიოლოგია;
ზ) ბავშვთა გასტროენტეროლოგია;
თ) ბავშვთა ენდოკრინოლოგია;
ი) ბავშვთა ნეფროლოგია;
კ) ბავშვთა ფთიზიატრია-პულმონოლოგია/ბავშვთა ფთიზიატრია/ბავშვთა პულმონოლოგია;
ლ) ბავშვთა ჰემატოლოგია-ტრანსფუზიოლოგია/ბავშვთა ჰემატოლოგია;
მ) ბავშვთა კრიტიკულ მდგომარეობათა მედიცინა/ბავშვთა კრიტიკული მედიცინა/ბავშვთა ანესთეზიოლოგია-რეანიმატოლოგია/ბავშვთა გადაუდებელი მედიცინა;
ნ) ბავშვთა ქირურგია;
ო) ბავშვთა ტოქსიკოლოგია;
პ) ბავშვთა ფსიქიატრია;
ჟ) შინაგანი მედიცინა;
რ) სამედიცინო რეაბილიტაცია და სპორტის მედიცინა/ფიზიკური მედიცინა, რეაბილიტაცია და კურორტოლოგია/სპორტის მედიცინა.