
„დედაენის დღე განსაკუთრებული მნიშვნელობის დღეა თითოეული ქართველისთვის. ეს არის დღე, როცა კიდევ ერთხელ ვიხსენებთ, რამდენად ძვირფასია ჩვენი ენა, რომელიც საუკუნეების განმავლობაში ინახავდა ჩვენს ისტორიას და კულტურას“,- აღნიშნავენ ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ორბელის საჯარო სკოლაში, სადაც ეს ღირსშესანიშნავი თარიღი განსაკუთრებულად აღინიშნა.
გაიმართა ღონისძიება სახელწოდებით - „დედაენას დედასავით მოფერება სჭირდება“, რომლის მიზანი იყო მოსწავლეებში დედაენის სიყვარულის გაღვივება და მისი მნიშვნელობის გააზრება.
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ მე-3 და მე-7 კლასების მოსწავლეები, რომლებმაც წაიკითხეს ლექსები, ისაუბრეს ქართული ენის მნიშვნელობაზე და გააცოცხლეს იაკობ გოგებაშვილის მოთხრობის პერსონაჟები.
ღონისძიებას ქართული ენის მასწავლებელი თამარ ბახსილიანი ხელმძღვანელობდა.