
თბილისის N108 საჯარო სკოლაში ქართული ენის დღე შთამბეჭდავად აღინიშნა.
გაიმართა დედაენის დღისადმი მიძღვნილი მუსიკალურ-ლიტერატურული კომპოზიცია, რომელიც ქართული სულის ნამდვილ ზეიმად იქცა.
მოსწავლეებმა ხოტბა შეასხეს ქართულ ენას, მის ტკბილხმიანობას, დამწერლობის უნიკალურობას.
ღონისძიებას ჰყავდა საპატიო სტუმრები - საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე თამარ მახარაშვილი და სანი-სამგორის რაიონის რესურსცენტრის ხელმძღვანელი მეგი როსტიაშვილ-წიკლაური, რომელთაც მოსწავლეებს დედაენის დღე მიულოცეს, რისთვისაც მათ სკოლაში განსაკუთრებულ მადლობას უხდიან.
„მადლობა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილეს - თამარ მახარაშვილს ქართული ენის დღის მოლოცვის, მოსწავლეებთან საინტერესო და შემეცნებითი ინტერაქციისა და გულწრფელი ურთიერთობისთვის. საქართველოს განათლების, მადლობა ისანი-სამგორის რაიონის რესურსცენტრის ხელმძღვანელს - მეგი როსტიაშვილ-წიკლაურს ენის დღის მოლოცვისათვის.
მადლობა ჩვენს მოსწავლეებს, მასწავლებლებსა და მშობლებს საინტერესო მუსიკალურ- ლიტერატურული კომპოზიციისთვის“,- აღნიშნავენ სკოლაში.
1978 წლის 14 აპრილს თბილისში, რუსთაველის გამზირზე, ათასობით ადამიანი გამოვიდა და წინ აღუდგა საბჭოთა ხელისუფლების გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც ქართული ენა სახელმწიფო ენის სტატუსს დაკარგავდა. საზოგადოების ერთიანმა პროტესტმა გადაარჩინა ქართული ენის კონსტიტუციური სტატუსი, რის გამოც ეს დღე განსაკუთრებული მნიშვნელობით აღინიშნება.
იხილეთ ღონისძიების ამსახველი ვიდეომასალა: