ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ განძის N2 საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს ქართული ენის სიყვარულსა და ისტორიის პატივისცემას ასწავლიან.
14 აპრილს სკოლაში ქართული ენის დღე აღინიშნა. ამ მნიშვნელოვან თარიღს სკოლის მე-3 კლასელებმა, პედაგოგ კარინე ჰარუთიუნიანის ხელმძღვანელობით, ღონისძიება მიუძღვნეს, რომელიც ატარებდა ღრმა საგანმანათლებლო შინაარსს.
მოსწავლეებმა ისაუბრეს დედაენის დღის მნიშვნელობაზე, ქართული ენის მრავალსაუკუნოვან ისტორიაზე, დამწერლობის უნიკალურობაზე - გაიმდიდრეს ცოდნა და უკეთ გაიაზრეს ენის როლი ერის თვითმყოფადობის შენარჩუნებაში.
14 აპრილი საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი თარიღია. დღე, როდესაც ქართველმა ერმა საკუთარი იდენტობა, ღირსება და მშობლიური ენა თავგანწირვით დაიცვა.
იხილეთ ვიდეო: