
თბილისის N28 საჯარო სკოლის მოსწავლეთა ჯანმრთელობის დაცვასა და კეთილდღეობაზე ექიმი თინათინ ფანჩვიძე ზრუნავს.
ის ორიენტირებულია პროფესიულ განვითარებაზე და კვალიფიკაციას მუდმივად იმაღლებს.
ახლახან, თინათინ ფანჩვიძეს, სკოლის ექიმთა ასოციაციისგან გადაეცა სერტიფიკატები უწყვეტი პროფესიული განათლების ტრენინგებში მონაწილეობისათვის. მან გაიარა ტრენინგები შემდეგი მიმართულებით - „განათლება ჯანმრთელობის შესახებ სკოლაში" და „პედიატრიის აქტუალური საკითხების შესახებ“.
იხილეთ ფოტოები: